გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა | კ ო ო რ დ ი ნ ა ტ ე ბ ი |
მოსწავლეთა პროფილი | საფეხური- საბაზო, კლასი მე-9, მოსწავლე -4, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის |
მნიშვნელობა/აქტუალობა |
|
მიზნები და შედეგები |
|
წინასწარი ცოდნა |
|
შეფასების საგანი და პროცედურები |
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | თაბახის ფურცლებზე დატანილი ტექსტი „ წერტილის კოორდინატები სივრცეში“ 2 ცალი,დაფა, ცარცი, ფანქრები, 1კომპიუტერი,პროექტორი,თაბახის ფურცელზე დატანილი რუბრიკა „ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე“ ,2 ცალი. შეფასების რუბრიკა. მე-9 კლასის მათემატიკის წიგნი(გოგიშვილი,ვეფხვაძე,მებონია,ქურჩიშვილი). |
გაკვეთილის მსვლელობა | აქტივობა1. წინასწარი ცოდნის გააქტიურება შემდეგი კითხვებით:
აქტივობა3. მოსწავლეებს ვთხოვ,აირჩიონ მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები,რომლებზეც დაწერილია ციფრები 1;2;3;4 და დაწყვილდნენ „ლუწები“ ერთად, „კენტები“ ერთად 2 წყვილად, წყვილებს დავურიგებ რუბრიკებს „ვიცი,მინდა,ვიცოდე“წყვილები ავსებენ თითო რუბრიკას (6წთ.) აქტივივობა4. წყვილებს ვურიგებ ტექსტებს„წერტილის კოორდინატები სივრცეში“.რათა ერთხელ კიდევ გაიაზრონ და აღიქვან წერტილები სივრცეში.ტექსტში მონიშნონ ის ადგილები,რომლებიც პასუხი იქნება იმ შეკითხვებზე,რაც მათ პრეზენტაციის შემდეგ გაუჩნდათ(6წთ.) აქტივობა 5. წყვილები ტექსტიდან ამოიწერენ მონიშნული ადგილებს და შეავსებენ რუბრიკას ხელახლა„ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე“- „ვისწავლე“-ს გრაფა.(5წთ.) აქტივობა 6. წყვილები წარმოადგენენ შევსებულ რუბრიკას და უკვე მთელი კლასი ვაკეთებთ შეჯამებას. (5წთ.) აქტივობა7. მათემატიკის სახელმძღვანელოდან ამოვხსნით ამოცანებს..#18.#20. (7 წთ.) აქტივობა8. საშინაო დავალებად მივცემ სახელმძღვანელოდან ##10,19,21 ამოცანებს. მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში კოორდინატების შემოღებისა და სტატია ყოველდღიურ ცხოვრებაში კოორდინატების გამოყენების შესახებ.(2 წთ.) შეფასება (5 წთ.) |
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება | არჩევნები- 2014 |
პროექტის მთავარი იდეა(თემა) | 2014 წელს ონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საკრებულოების არჩევნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება,დამუშავება,სხვადასხვა ხერხით მონაცემთა წარმოდგენა. |
პროექტის აქტუალობა |
|
პროექტის მიზნები |
|
პროექტის საგანი და პროცედურები |
შეფასება შეფასების რუბრიკით |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებს წარმოდგენა აქვთ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების ხერხებზე,მოპოვებული მასალის დახარისხებაზე სხვადასხვა ნიშნების მიხედვით.ცხრილებისა და დაიგრამების შექმნა კომპიუტერის გამოყენებით. |
მონაწილეთა ასაკი | მე-8 და მე-9 კლასელები |
ვადები/ხანგრძლივობა | 7 დღე |
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები | მოსწავლეები ისწავლიან მონაცემების შეგროვებას, მათ დამუშავებას სხადასხვა ნიშნის მიხედვით, დაჯგუფებას და ხელსაყრელი ფორმებით წარმოდგენას. შექმნიან ცხრილებსა და დიაგრამებს კომპიუტერში. პრეზენტაციის შემდეგ გააკეთებენ საპრეზენტაციო სტენდს |
პოექტის რესურსები | თაბახისა და ფორმატის ფურცელები,ფანქრები,2 კომპიუტერი,პროექტორი. |
პროექტის მსვლელობა | აქტივობა 1. პროექტის თემის გაცნობა მოსწავლეებისათვის და მასთან დაკავშირებული კითხვების განხილვა.შეფასების რუბრიკის გაცნობა. (დღე I) აქტივობა 2 . შევქმნით 2 ჯგუფს მოსწავლეები გაითვლიან პირველ-მეორეზე,პირველები იქნებიან ერთ ჯგუფში და მეორეები მეორე ჯგუფში. გადავანაწილებთ როლებს. (დღე II) აქტივობა3. მოსწავლეების მიერ პროექტის გახორციელების გეგმისშემუშავება და კონსულტაციის გავლა მასწავლებელთან. (დღე III) აქტივობა 4. საარჩევნო ოლქში მონაცემების შეგროვება (დღე IV) აქტივობა 5. მონაცემების დამუშავება.(დღე V) აქტივობა6. შესაბამისი პროდუქტის შექმნა. (დღე VI) აქტივობა 7. პრეზენტაცია . (დღე VII)
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ესგ-სთან კავშირი | მათ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) | ელზა გძელიშვილი,მათემატიკის მასწავლებელი |
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა | elza.racha@gmail.com |
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი |
Комментариев нет:
Отправить комментарий