воскресенье, 16 ноября 2014 г.

რეფლექსია

                                                                  
                                   რეფლექსია


 Iდღე - ზოგადად ვისაუბრეთ პროექტებზე. სასწავლო პროექტების ეფექტურ დაგეგმვაზე,გავეცანით ინტელის პროექტს, viuers-ს.
 IIდღე - განვიხილეთ მოსწავლის ნიმუში -ბროშურისა და გაზეთის შაბლონი, საავტორო უფლებები და ბიბლიოგრაფია. შევქმენით სავარაუდო ვარიანტები.
    გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,გავმართეთ დისკუსია.
 IIIდღე-ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტებზე,ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე შევიმუშავეთ მიზნები, დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი  კითხვები სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისად.
IVდღე- განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.
Vდღე-შევქმენით ჩვენი პორტფოლიოს პრეზეტანციის ძირითადი ელემენტები,შევქმენით ვებ-ბლოგები.
 VIდღე-ვისაუბრეთ კურსის რესურსებზე-კავშირებზე,დაწყვილებაზე,გაზიარებაზე,მოვაწყვეთ პრეზენტაციები,ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ-ეთიკურ ნორმებზე,ინტერნეტიდან სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.
 VIIდღე-ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე,მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესზე.განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა,შევადგინეთ შეფასების ფორმები.
 VIIIდღე-განვიხილეთ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება  სასწავლო პროექტში, ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.

 IXდღე- სრულვყავით ჩვენი სასწავლო პორტფოლიოები  ,განვათავსეთ Googl-ის დოკუმენტებში და ავტვირთეთ ბლოგზე.ვაჩვენეთ პორტფოლიოები ერთმანეთს და შევაფასეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий